დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 8423 ვიდეოკამერა, მათ შორის 2439 ნომრის ამომცნობი, ხოლო 5984 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.